სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას შემდეგი პროცესი 4 ოქტომბერს გაიმართება

გამოქვეყნდა:

სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლეთა კოლეგიამ განმარტა, რომ შვებულებების პერიოდია, რის გამოც გრაფიკი გადანაწილებული აქვთ.

"რაც შეეხება შემდეგი სხდომის თარიღს, უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ აგვისტო შვებულებებია და ჩვენ საკმაოდ არამყარი შემადგენლობა გვაქვს, და გარკვეული პერიოდი ერთდროულად ვერც გავდივართ, იმიტომ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო აუცილებლად უნდა იყვნენ მოსამართლეები სასამართლოში, ამიტომ გადანაწილებული გვაქვს გრაფიკი. მოგვიწევს სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში ჩანიშვნა, იქიდან გამომდინარე, რომ სექტემბერი ფაქტობრივად უკვე შევსებული გვაქვს ბოლომდე" , - თქვა მოსამართლე ჯორბენაძემ. 

დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ორ თვე-ნახევრის შემდეგ პროცესის ჩანიშვნა ვადების დარღვევაა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი