
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ოფიციალური ბერლინის მიერ ექსტრადირებული დავით ჭაკუა საქართველოშია. ყოფილი მაღალჩინოსანი ბერლინიდან ბათუმში 180-მგზავრთან ერთად ჩამოიყვანეს.
ჭაკუა სასჯელაღსრულების სპეციალურ დაწესებულებაში გადაჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მხარეს გადმოსცა. ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.