"გახსენით თურქეთთან საზღვარი, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა" - უგულავა ხელისუფლებას მიმართავს

გამოქვეყნდა:

„ევროპული საქართველოს“ ერთ ერთი ლიდერი ხელისუფლებას თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს, გიგი უგულავა ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე მეზობელ ქვეყანაში გადადიოდნენ, ახლა უმძიმეს ვითარებაში არიან და შიმშილი ემუქრებათ:

მე ვსაუბრობ 10 ათასობით ადამიანზე, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით და მიდიან მეზეზობელ ქვეყანაში თხილისა და ჩაის საკრეფად. ჩაის სეზონი თითქმის გასულია და აგვისტოში იწყება თხილის სეზონი. ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო და ამ სამი თვის განმავლობაში, ჩვენი ერთი მოქალაქე დაახლოებით 8-დან 10 ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს ინახავს მთელი წლის განმავლობაში - ამბობს უგულავა

მისივე თქმით, საზღვარზე უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ამ ადამიანების შემოწმება მოხდეს. უგულავა ამბობს, რომ ხელისუფლება კორონავირუსს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს

ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, ამავე დროს, ჩვენ უნდა დავუჯეროთ, პირველ რიგში, ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად კორონავირუსს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. გახსენით თურქეთთან საზღვარი მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილი არ დაწყებულა - ამბობს უგულავა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი