აქცია და დაპირისპირება რუისში - მოსახლეობამ ავტობანის გადაკეტვა სცადა

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება შიდა ქართლში. სოფელ რუისში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა ცენტრალური ავტობანის გადაკეტვაც სცადეს. 
ადგილზე ვითარება მას შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა, რაც აქციაზე ქარელის მერი გამოჩნდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუისელებს დედა აგინა.
ისინი ზაზა გულიაშვილს დაუპირისპირდნენ და ტერიტორიის დატვება მოსთხოვეს.
ხალხი სოფელ რუისში სარწყავი წყლის მოთხოვნით შეიკრიბა.
როგორც ირკვევა, ტაშისკრის სარწყავ არხში წყალი ორი კვირაა არ მოედინება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი