
ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წელს მინდა ჩემს თანამემამულე ამერიკელებს და ჩვენს ძვირფას ქართველ მეგობრებს მივულოცო 4 ივლისი - აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვას ავრცელებს, სადაც საქართველო- ამერიკის ურთიერთობებზე საუბრობს.
საქართველოში ყოფნის 5 თვის შემდეგ, უფრო ადვილად გასაგებია ის მეგობრობა, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აკავშირებს. ქართველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, თქვენც ისევე დაგჭირდათ გებრძოლათ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ასევე თვალსაჩინოა თქვენი გამბედაობა და სიმტკიცე, რაც აისახა ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებში. ქართველები ამერიკელების მსგავსად მზად არიან, თავდაუზოგავად იშრომონ ისეთი ცვლილებების განსახორციელებლად, როგორი ცვლილებებისთვისაც ოცნებობთ თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის თავისუფალი, უსაფრთხო და დემოკრატიული საქართველო. საქართველო და ამერიკა მტკიცედ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც გულისხმობს არა მარტო ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისათვის ბრძოლას, არამედ მტკიცე ნებას გააგრძელონ სწრაფვა უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ ფართო წარმომადგენლობითობისა და ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებებისაკენ. ჩემთვის და მთელი ამერიკის საელჩოსთვის უდიდესი პატივია გავაგრძელოთ საქართველოსთან ახლო თანამშრომლობა და ქართველ მეგობრებთან ერთად ვიზეიმოთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღე...
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ მაშინ, როდესაც ამერიკელები იღწვოდნენ ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად, ქართველებს 5 ქალი ჰყავდათ არჩეული პირველ პარლამენტში,“ - ამბობს ამერიკელი დიპლომატი
შეგახსენებთ, რომ 4 ივლისი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეა.