"მიზეზი არის გვალვა, ნალექი არ არის, აქ წყლები მოდის მთიდან" - სოფელ ანაგას გამგებელი უწყლობაზე

გამოქვეყნდა:

ანაგაში გამართულ აქციაზე დღეს მხოლოდ სოფლის გამგებელი მივიდა. ხალხი, რომელიც სასმელ წყალს ითხოვს, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. სოფლის გამგებელი კი ამბობს, რომ წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ჯერ ტენდერი უნდა გამოცხადდეს და შემდეგ დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები. რაც შეეხება ვადებს, გია ინდაშვილი ზუსტ დროს ვერ ასახელებს.

მიზეზი პირველ რიგში არის გვალვა, ნალექი არ არის, აქ წყლები მოდის მთიდან. იქ რესურსი უკვე აღარ არის...რაიონი გეგმავს, რომ იქნება ტენდერი და წყალი მოექცევა ერთ სისტემაში და ველას ექნება სახლის წინ სოჩიკებით - ამბობს ანაგის გამგებელი გია ინდაშვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ დღეს სასმელი წყლის მოთხოვნით, გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამისი საშუალება არ მისცა.

ხალხი ამბობს, რომ წლებია უწყლობის პრობლემა აქვთ და 200- ზე მეტი ოჯახი მხოლოდ ერთი წერტილით სარგებლობს. 

2019 წლის ოქტომბერში უნდა დამთავრებულიყო ეს პროექტი, დღემდე წყალი არ აქვს ხალხს... ეს ფულები შეჭამეს ვანო მირიანაშვილმა და გოგილაშვილმა, მერმა - ამბობს აქციის მონაწილე, ნინო გოგოლაშვილი

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი