ტრაგედია, რომელიც ჯერ ისევ ბურუსითაა მოცული და სადაც ყოველდღიურად ახალი გარემოებები იკვეთება, თუმცა საქმეში სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს - ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 10-ტომიან საქმეს კიდევ ორი ახალი ტომი დაემატა და გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ "ტოიოტა ქამრის" ავტომობილზე არსებული დაზიანება, ადამიანთან შეჯახების გამო არ მომხდარა.

ახალი დეტალების გარკვევის შემდეგ, "მთავარი არხი" შეეცადა მისულიყო ყველა იმ სპორტსმენის სახლში, ვინც ამ დროისთვის შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებითაა დაკავებული, თუმცა მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს.

ადვოკატი კი კიდევ ერთ საინტერესო გარემოებაზე საუბრობს - ამბობს, რომ მტკიცებულებების ნაწილი, შესაძლოა, განადგურებული იყოს, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, საგამოძიებო უწყება მტკიცებულებებს იღებს მაშინ, როდესაც ის უკვე განადგურებულია. ეს შეიძლება ითქვას სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეოებზეც, რაზეც ადვოკატი ამბობს, რომ ჩანაწერების ნაწილი საქმეში ვერ დაერთო გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს ჩანაწერები იშლება. 

აქ არის დასაბუთება, მათ შორის ექსპერტის მხრიდან, რაც გამორიცხავს პირთან, ადამიანთან შეჯახებას. შესაბამისად, ამ ნაწილშიც ის შესაძლო ვერსია, რომ შეიძლება, დაჯახება განხორციელებულიყო, ეს გამოირიცხა. ასევე გვაქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როდესაც საგამოძიებო ორგანო, სხვადასხვა უწყებებს მიმართავს, რომ მოწოდებული იქნას და გამოთხოვილი იქნას ეს ვიდეომასალა, სათვალთვალო კამერები და აი მაგალითად, მერიის შემთხვევაში არის ერთ-ერთი პასუხი, რომ დაგვიანებულია, ხანდაზმულობის გამო განადგურებულია ეს მტკიცებულებები. რაც მე ვფიქრობ, საგამოძიებო ორგანოს კუთხით, შესაძლოა, ისინი სრულყოფილად ახორციელებენ გამოძიებას, თუმცა ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ გარკვეულ შემთხვევებში ისინი აგვიანებენ ამ მნიშნველოვან საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას. არიან პირები რომლებიც, აი მაგალითისთვის, ახვლედიანის წამოსაყვანად მიდიან, არ ურეკავენ ტელეფონზე და წინასწარ არიან შეთანხმებულები, რომ კი არ დარეკონ, არამედ განახორციელონ სამჯერ ხმოვანი სიგნალის გადაცემა და ამის შედეგად ხდება შეტყობინება. ეს რითია გამოწვეული და რატომ არიდენებ თავს, მაგალითად, სატელეფონო კომუნიკაციას? ეს ჩვენთვის, ამ ეტაპისთვის უცნობია, - ამბობს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი. 

 რატომ არ ატარებს საგამოძიებო უწყება საგამოძიებო მოქმედებებს დროულად, ეს ჩვენთვის უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი