რუსმა ოკუპანტებმა 26 წლის კაცი საოკუპაციო ხაზდან გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

სამეგრელოს სოფელ რიყეში, მეორე დღეა, 26 წლის ტატო ზარქუას უშედეგოდ ეძებენ. ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდა კაცის კვალი საოკუპაციო ხაზთან, მდინარესთან უჩინარდება.

გაუჩინარებული მამაკაცის ნათესავები მიიჩნევენ, რომ ტატო ზარქუა რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს და გალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და ტატო ზარქუას ადგილსამყოფელის დასადგენად სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.

სავარაუდო გატაცების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი