"ქართული ოცნებიდან" ცოტა ხნის წინ წასული დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ აქვს კითხვა, რომ არ შესთავაზა აშშ-ის ელჩმა შეხვედრის დროს პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.
ამ თემაზე მან ცოტა ხნის წინ პარლამენტში ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოების უმეტესობას აინტერესებს რაზე იყო საუბარი აღნიშნული შეხვედრის დროს.
"მაგალითად არსებობს კითხვა, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და პრინციპში, ეს შეხვედრა არ უარყო არც აშშ-ის ელჩმა, აქ არსებობს ძალიან ლეგიტიმური კითხვა, ხომ არ იყო ამ სამი საათის განმავლობაში, ხომ არ ჰქონდა კითხვა ელჩს მაგალითად მთავრობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება ხომ არ გამოთქვა, მათ შორის ჩვენი დამოკიდებულება ომთან დაკავშირებით, სანქციებთან დაკავშირებით, ხომ არ იყო ეს კითხვა, ხომ არ იყო ერთგვარი შეთავაზება მისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ერთმა მხარემაც, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, მეორე მხარემაც, აშშ-ის ელჩმა დაადასტურეს, რომ ეს შეხვედრა შედგა, თან ეს შეხვედრა ემთხვევა უკვე ომის მდგომარეობას, ბუნებრივია, ამ დროს საინტერესოა, ხომ არ იყო ეს შეთავაზება ელჩის მხრიდან ბატონი ბიძინას მიმართ, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში, ან მანამდე ხომ არ გამოთქვა ხელისუფლების მიმართ იმის გამო, რომ ჩვენ სანქციები ვერ დავაწესეთ", - ამბობს მაჭარაშვილი.
მისი განცხადებით, კარგი იქნება, თუ ელჩი ამ კითხვებს პასუხს გასცემს. იხილეთ: