უბედური შემთხვევა გუდაურში - ჩამოვარდა სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა. ცნობილი ხდება, ვერტმფრენში 7 პირი იმყოფებოდა. მათგან ორი მფრინავი იყო, ორი ექიმი, სამი კი მაშველი.
ასევე, ცნობილია, რომ პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად, იყვნენ დაშავებულები და მაშველები სწორედ მათ ამოყვანას ცდილობდნენ იმ დროს, როცა ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და ჩამოვარდა.
დეტალებს არკვევენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში და განახლებულ ინფორმაციას გარკვევისთანავე მოგაწვდით.
ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა გუდაურში 16 ივლისსაც მოხდა.მაშინ პარაპლანი ხევში ჩავარდა, რასაც არაბი ტურისტი ემსხვერპლა.