"როცა ევროპარლამენტარებისგან ისმის კრიტიკა, კობახიძე პასუხს სცემს" | დავითულიანი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი პარტიის თავმჯდომარეზე OC Media-ს სტატიას ეხმაურება.

დავითულიანის თქმით, მიზეზი, რატომაც კობახიძე დასავლეთს აკრიტიკებს, ევროპარლამენტარების განცხადებებია. როგორც "ოცნების" დეპუტატი განმარტავს, კობახიძეს ევროპარლამენტარების მხრიდან კრიტიკაზე პასუხის გაცემა "უწევს" და ამიტომ მოიხსენიებს მათ უარყოფით კონტექსტში.

"დღეს არის ისეთი მდგომარეობა, როცა მაგალითად ევროპარლამენტარების მხრიდან ისმის ხოლმე კრიტიკა და ამაზე პასუხი მმართველ გუნდს უწევს. რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე ამ პასუხს სცემს. როდესაც ევროპარლამენტარები გაკრიტიკებენ, პასუხს სცემ და ამიტომ გამოდის, რომ უარყოფით კონტექსტში მოიაზრებენ", - თქვა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, OC Media-მ დაითვალა, რამდენჯერ გაუკრიტიკებია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს რუსეთი და ეს განცხადებები შეადარა უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ კომენტარებს.

აღმოჩნდა, რომ განცხადებებში კობახიძემ რუსეთის მიმართ კრიტიკული კომენტარები, მათ შორის უკრაინაში შეჭრის ან საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის ფარული კრიტიკა, მხოლოდ ცხრაჯერ შეძლო. ამ ფონზე, კობახიძემ 26-ჯერ გააკეთა კომენტარი უკრაინისა და უკრაინელი ოფიციალური პირების გასაკრიტიკებლად - საშუალოდ ექვს დღეში ერთხელ.

თუმცა, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, მისი მთავარი სამიზნე იყო დასავლეთი, 57 კრიტიკული კომენტარით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი