საქართველოს პრორუსული მთავრობას არ ესმის, რომ აგრესორთან დაახლოების მცდელობა უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს - არახამია

გამოქვეყნდა:

ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის "წაშლილ პოსტს" ეხმაურება და წერს, რომ რუსეთთან მეგობრობა არ იძლევა სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტიას. მისი განცხადებით, საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესოს, კიდევ უფრო დიდი ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს.

არხამია წერს, რომ საქართველოს "პრორუსულ ხელისუფლებას" ეს ჯერ კიდევ არ ესმის.

"საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს, მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის.

რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლების, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება. მოსკოვში კი ამას აღარ მალავენ.

ამიტომ დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ევროპაში შესასვლელად და არა რუსი აგრესორის ხელში აღმოსაჩენად" - წერს არახამია. 

რუსულ სოციალურ ქსელში 2 აგვისტოს გაჩნდა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პოსტი, სადაც ის წერდა, რომ საქართველო შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს. მოგვიანებით პოსტი წაიშალა. 

მედვედევის პოსტში ეწერა, რომ რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ და რომ ახალ ლაშქრობებში წავლენ სამშობლოს საზღვრების აღსადგენად. ის ასევე წერს, რომ საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა. დიმიტრი მედვედევის თანაშემწე ამტკიცებს, რომ მის მიერ VKontakte-ის გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი, სადაც საუბარი საქართველოზეც იყო, მას არ დაუწერია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი