გორში ტენდერებს "ოცნების" შემომწირველი კომპანიები იგებენ

გამოქვეყნდა:

მადლობა ხალხის ფულით - "ქართული ოცნება" პარტიის შემომწირველებს მადლობას ტენდერების მოგებით უხდის. 

"ბილდინგ გრუპი", "კაპიტალი", "საგზაო სამშენებლო სამმართველო N 1” - ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ბოლო დროს გორში თითქმის ყველა მსხვილი ტენდერი მოიგეს. ამ კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე 250 ათასი ლარი შესწირეს.  

ოპოზიციის ინფორმაციით, სამივე კომპანიას ახლა თითო ტენდერი აქვს მოგებული და გორის მერია მათ, საერთო ჯამში,ბიუჯეტიდან მილიონ ნახევარზე მეტ ლარს უხდის.

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ შიდა ქართლში და კონკრეტულად გორში დიდი ხანია არსებობს ე.წ. ქართულ-ჯიგრული ურთიერთობები, საიდანაც ტენდერების სახით მილიონობით თანხას აძლევენ "ოცნებასთან" დაახლოებულ კომპანიებს. ხშირ შემთხვევებში, ეს კომპანიები არიან წინაასარჩევნოდ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დამფინანსებლები, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის წარმომადგენელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი