ჩვენ არ ვიზიარებთ ლიბერალურ ფასეულობებს - კახა კუკავა პარტიას ქმნის

გამოქვეყნდა:

კახა კუკავამ პარტიის პრეზენტაცია გამართა. იგი ამბობს, რომ არ აპირებს კოალიაციაში შევიდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და საპარალამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს. კახა კუკავას იმედი აქვს, რომ მისი მხარდაჭერთა რაოდენობა, გასულ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით გაორმაგდება.

ჩვენი პარტია არის ერთადერთი პრაქტიკულად, რომელიც არ იზიარებს იმ ლიბერალურ ფასეულობებს, რომელიც დღეს გაბატონებული არის ჩვენს ქვეყანაში და რომელმაც დღეს ჩვენი ქვეყანა შეიყვანა კრიზისში და რეალურად, დღეს საქართველო არის არშემდგარი ქვეყნების სიაში, ამიტომაც ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს თვითმკმარი, ეროვნული სახელმწიფო და ამიტომაც რამდენიმე საკითხზე შევთავაზებთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას, - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი