
ოკუპანტების ახალი ბლოკ პოსტები საგუშაგოები შამგონაში - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები გამოჩნდნენ.
"მთავარისთვის" სამეგრელოს მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონადან მოწოდებულ ფოტო და ვიდეო მასალაში კარგად ჩანს, რომ ოკუპანტები ენგურის სანაპირო ზოლზე საკმაოდ დიდ მანძილზე სამხედრო მანქანებით გადაადგილდებიან. უკვე მონიშნულია ადგილები, სადაც სავარაუდოდ ახალი ბლოკ პოსტები განთავსდება. როგორც ჩანს, სამუშაოები რამდენიმე დღის დაწყებულია, რადგან უკვე აღმართული ერთ-ერთი ასეთი ბლოკ პოსტი ფოტოზეც ჩანს.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, საგუშაგო მდინარის იმ ადგილის ახლოს შენდება, სადაც სოფლიდან ახალგაზრდები საბანაოდ დადიან.