დღეს ოკუპანტებმა მთელი ევროპისთვის კიდევ ერთი უკიდურესად სარისკო ვითარება შექმნეს - დაბომბეს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური, ერთ დღეში ორჯერ. ეს არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ჩვენს კონტინენტზე. და ამ ობიექტის ნებისმიერი დაბომბვა არის ღია და თავხედური დანაშაული, ტერორის აქტი.
რუსეთი პასუხისმგებელი უნდა იყოს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის შექმნის ფაქტზე. და ეს არ არის მხოლოდ მორიგი არგუმენტი რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარების სასარგებლოდ. ეს არის არგუმენტი მკაცრი სანქციების გამოყენების სასარგებლოდ მთელი რუსული ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ, როსტომიდან დაწყებული ყველა დაკავშირებული კომპანიისა და ფიზიკური პირების მიმართ. ეს არის წმინდა უსაფრთხოების საკითხი. ის, ვინც ბირთვულ საფრთხეებს უქმნის სხვა ერებს, ნამდვილად არ შეუძლია ბირთვული ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენება.
- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს სადგურის დაბომბვაზე