"მანტიორი დაიჭირეს ჩემთან, ჩემი გოგოც მაგასთან ერთად იყო პროპუსკი უნდაო..." | ოკუპანტებმა ვალია ვანიშვილს ახალი შეზღუდვები დაუწესეს

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები მავთუხლარეთების მიღმა მცხოვრები ვალია ვანიშვილის შევიწროებას განაგრძობენ. საოკუპაციო რეჟიმმა მოხუცს, რომელიც დათა პაპას ანდერძს ასრულებს და საკუთარ სახლს არ ტოვებს, ახალი შეზღუდვები დაუწესა.

გუშინ სოფელ ხურვალეთში ვალია ვანიშვილთან სტუმრად 2 პირი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი მისი შვილი. სწორედ ამ დროს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩდნენ და ორივე მათგანი ცხინვალში გადაიყვანეს. ისინი რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. 

ამის შემდეგ კი ვალია ვანიშვილი გააფრთხილეს, რომ თუ მის სტუმრებს ნებართვა [ე.წ. პროპუსიკი] არ ექნებათ, დააკავებენ. ვალია ვანიშვილი ავად არის და ამ ფონზე როგორც თავად ამბობს, მედიკამენტებიც გამოელია. 

"2 საათი აქ დააყენეს, აქ ჩხუბი დაუწყეს, მერე იქ წაიყვანეს და იქ წაიყვანეს 2 საათი დააყენეს. მანტიორი რომ არის ეგ მიდიოდა ცხინვალში, ფული მიჰქონდა და აქ დაიჭირეს ჩემთან, პროპუსკი უნდაო. რა პროპუსკი უნდოდა, რა პროპუსიკი? მე ეგ მანტიორი ისე მეხმარებოდა, როგორც შვილი, წყალი მოჰქონდა, პური მოჰქონდა, ჩემი გოგოც მაგათთან ერთად იყო. დამირეკა ორჯონიკიძიდან, 12 საათზე ვიაყვი ორჯონიკიეშიო",- ყვება ვალია ვანიშვილი. 

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალები ატერორებენ ყველას, ვინც გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, რუსეთი აგრძელებს ომს და ამ დრომდე ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი სრულდება, თუმცა ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს კვლავ ატერორებენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი