ზუგდიდში დრიფტ სერიები 2022-ის გადაღებისას, კაცს თავზე დრონი დაეცა 

გამოქვეყნდა:

დრიფტ სერიები 2022-ის გადაღების დროს, ზუგდიდში, მოქალაქეს დრონი თავზე დაეცა - ამის შესახებ ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, დაშავებული კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჭიტაწყარის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი