ჯერ კიდევ 27 მარტს, ჩემი სამხედრო ბილეთი, სურათები რუსულ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა - ნადიმ ხმალაძე

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე ამბობს, რომ ოკუპანტების ხელში მისი პირადი ინფორმაციაც აღმოჩნდა. "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას ხმალაძემ თქვა, რომ მისი პირადი დოკუმენტაცია ჯერ კიდევ მარტში, ერთ-ერთმა რუსულმა ტელეგრამ არხმა გამოაქვეყნა, თუმცა საიდან, უცნობია:

"27 მარტს რუსულ ტელეგრამ არხზე, ჩემი სამხედრო ბილეთი, ჩემი სურათები, ახლაც დევს, საიდან მოხვდა მაგის წყაროს ვერ ვიტყვი, არც ვიცი, ცოტა ძნელია ამაზე საუბარი, ჯერ კიდევ 27 მარტს, ჩემზე და ჩემს რამოდენიმე მეგობარზე ინფორმაცია ჰქონდათ რუსებს. დაახლოებით 5 მილიონი მნახველი ჰყავდა რუსეთის ტერიტორიაზე ამ ინფორმაციას." ამბობს ხმალაძე "დღის სტუმრის ეთერში.

ქართველი მებრძოლების საბუთები მტრის ხელშია - რეპორტაჟი ამ თემაზე "მთავარმა არხმა" მოამზადა. საუბარია მიხეილ ქამხაძეზე, რომელიც ვარაუდობს, რომ თავდაცვის სამინისტრომ მისი საქმე გაყიდა, უწყება ამ დრომდე დუმს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი