აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი - ვერეშჩუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე, თუმცა ქვეყნის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი ტელეგრამ არხზე წერს, რომ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი:

"დღეს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვლებიან ყირიმელი თათრები, კარაიტები და კრიმჩაკები.

და დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი. იმიტომ რომ ის უკრაინაა" წერს ვერეშჩუკი.

 შეგახსენებთ, ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკაში, რუსეთის სამხედრო ავიაციის აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქებები იყო. ოკუპანტი ქვეყანა ამტკიცებს, რომ რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი