ლელოს კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოძრაობა დატოვა

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" დატოვა კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ - ვასილ კობიაშვილმა გადაწყვეტილება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ის ოფიციალურ კომენტარზე უარს აცხადებს, თუმცა, "მთავარი არხის" ინფორმაციით, წასვლის მიზეზი გაერთიანების მხრიდან მიღებული საკადრო გადაწყვეტილება გახდა. კერძოდ კი ის, რომ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური გართიანების რეგიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გელა გელაშვილი დაინიშნა, რომელიც სხვადასხვა დროს, "ეროვნული  ფორუმისა" და "შენების მოძრაობის" წევრი იყო.

ვასილ კობიაშვილი, რომელიც პროფესიით ექიმია, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" კახეთის რეგიონული ოფისის თავმჯდომარედ, ჯერ კიდევ მისი საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბების დღიდან დაინიშნა.

პრეზენტაციიდან მეორე დღეს "ლელო" დატოვა მისმა მოადგილემ, გიორგი ბატიაშვილმაც.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი