სავარაუდო კორუფცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. "აი ფაქტის" გამოძიებით დგინდება, რომ უწყება ქვეყანაში სიგარეტის მწეველთა რიცხვის შემცირებაზე ზრუნვისა და ცვლილებების მონიტორინგისთვის 2017 წლიდან ერთსა და იმავე კომპანიას უფორმებს ხელშეკრულებას.
ის მას ასი ათასობით ლარს უხდის, თუმცა არავინ იცის, რამდენად ეფექტიანია ამ ფულის ხარჯვა და რეალურად არის თუ არა რაიმე შედეგი. თამბაქოს კონტროლის ცენტრს ტენდერში კონკურენტი თითქმის არასდროს ჰყავს და ორგანიზაცისთან ხშირად ხელშეკრულება პირდპაირი, გამარტივებული წესით ფორმდება.
დაქირავებული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კი ახლა სწორედ დაავადებათა ეროვნული ცენტრის თანამშროლემლია.
ავტორი: ნინიკო გიგაური