კახი კალაძის დაპირება 10 ავტოსადგომზე ტყუილების ტოპ 10-ში - ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

კახი კალაძის კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება - ოპოზიცია თბილისის მერისგან სამი წლის წინ გაცემული დაპირების შესრულებას ითხოვს. 10 ლოკაციაზე, სადაც კახა კალაძემ საპარკინგე სივრცეების მოწყობის პირობა გასცა, ავტოსადგომები დღემდე არ მოწყობილა. ირკვევა, რომ წლების წინ კახი კალაძის ინიციატივა ჩავარდა, მას შემდეგ კი თემაზე მუშაობა არავის განუახლებია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერს მოუწოდებს, დაპირება ან საკუთარი ძალებით შეასრულოს ან ტენდერი გამოაცხადოს და ავტოსადგომების მოწყობის საშუალება კერძო კომპანიებს მიეცეთ.

კალაძის ტყუილებიდან, ეს დაპირება, რომელიც 2018 წელს გასცა, ტოპ 10-ში შეგვიძლია შევიყვანოთ. ნახევარი მილიონი ლარი გადავიხადეთ დამატებით იმის კვლევაში, რომ აქ მისტიური მიწისქვეშა პარკინგი რომ არის, თურმე დასრულებულია და ადამიანებს შეუძლიათ ავტომობილები დააყენონ. გამოდის, რომ "სითი პარკის" ნაცვლად, ახლა "კალა პარკი" გვძარცვავს, ჯარიმაც იგივეა, საურავიც, ავტომობილების გადაწყვანის წესიც, თბილისელებისთვის არაფერი იცვლება, - აცხადებს საკრებულოს წევრი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი