
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით კირკიტაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის ყველაზე რთულ მონაკვეთზე, რომელიც დღეს მიტოვებულია.
როგორც მან განაცხადა, 2012 წელს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" "ქართულ ოცნებას" დაუტოვა გამზადებული პროექტი, მოძიებული თანხით და გამარჯვებული კომპანით, რომელსაც თბილისი-რუსთავის შემაერთებელი უსაფრთხო გზის მშენებლობა 2014 წელს უნდა დაესრულებინა.
"ქართული ოცნება" როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, დღემდე მათ რომ ყოველდღე 6 მეტრი გზა დაეგოთ, დღეს თბილისი-რუსთავის შემაერთებელი გზა იქნებოდა დასრულებული. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რა დამოკიდებულება აქვს რუსთვის მოქალაქეების მიმართ საქართველოს ხელისუფლებას და მთლიანად "ქართულ ოცნებას:, - აცხადებს დავით კირკიტაძე.
დავით კირკიტაძე მოსახლეობას პირდება, რომ მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ხელისუფლებას შეიცვლება, გზის აღნიშნული მონაკვეთი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული რუსთველისთვის, დასრულდება პირველივე ექვს თვეში.