გაეროს გენ. მდივანი მხარეებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედრო პერსონალისა და შეიარაღების გაყვანისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთს-უკრაინის ომის მხარეებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ნებისმიერი სამხედრო პერსონალისა და შეიარაღების გაყვანისკენ მოუწოდებს.

ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ გუტერეშმა თქვა ისიც, რომ შესაძლოა, ატომური ელექტროსადგურების დაზიანებას გლობალურად კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. 

კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ზაპოროჟიესა და უკრაინაში არსებულ ყველა სხვა ატომურ დაწესებულებასთან ნებისმიერ პოტენციურ ზიანს, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს არამხოლოდ ახლომახლო ადგილებში, არამედ მთელ რეგიონში და ასევე მის გარეთ. ეს ყოვლად მიუღებელია, - თქვა მან. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი