გრიგოლ ვაშაძე და დიმიტრი შაშკინი ქუთაისში პედაგოგებს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი ქუთაისში, პედაგოგებს შეხვდნენ.  

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია პედაგოგების სათანადოდ დაფასება, რომ რათა მათ შეძლონ და უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს, აღზარდონ ღირსეული მოქალაქეები. ეს პროფესია, ვაშაძის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში მოსვლის შემდეგ, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდება.

ყველაზე მთავარი, რაც საქართველოს მომავალ ხელისუფლებას პროდასავლურ, კოალიუციურ, პროგრესულ, პროფესიონალურ ხელისუფლებას აქვს, ეს არის ჩვენი განათლების სისტემაში რეფორმების ჩამოტანა სკოლაში და შემდეგ უნივერსიტეტების პროგრამის გადაწყობა ისე, რომ საქართველოში ჩვენ დავიწყოთ 21-ე საუკუნის სპეციალისტების გაზრდა, - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი კი ამბობს, გარდა იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" არ აინტერესებს განათლება, მათ არც მასწავლებლების ბედი ადარდებთ.

ის ფაქტი, რომ მასწავლებლები ღიად მოდიან შეხვედრაზე ოპოზიციასთან, ის ფაქტი, რომ მასწავლებლებს აინტერესებთ ოპოზიციის პროგრამა, ყველაზე კარგად მიუთითებს მთავარ რამეზე, რომ ოქტომბერში ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

შეხვედრის ფარგლებში მასწავლებლებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი