
საქართველოს ხელისუფლება არც სექტემბერში და არც ოქტომბერში ქვეყნის საზღვრების გახსნას და რეგულარული ფრენების დაშვებას არ აპირებს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ აქვს რეალური გეგმა, როგორ უნდა შეხვდეს ქვეყანაში უკვე არსებულ კრიზისს. დეკონიძის თქმით, ტურიზმის არარსებობის გამო უკვე ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა.
ეს გეგმა მდგომარეობს შემდეგში, მიზანმიმზართულად მოკლან ქვეყნის ეკონომიკა, ქვეყნის ტურიზი, რათა ხალხი უფრო გაღარიბდეს და ივანიშვილის ხელისუფლების ძლიერება კიდევ უფრო წარმოჩინდეს, - ამბობს დეკანოიძე.
მისი თქმით, გარდა ამისა, ხელისუფლებას ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნების ეშინია. დეკანოიძე ამბობს, რომ მესამე მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება საზღვრების გახსნას უფრთხის, ეს საარჩევნოდ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი რაოდენობით შემოსვლაა.