რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის შეჩერებული მშენებლობა

გამოქვეყნდა:

იქ, სადაც რუთავთან დამაკავშირებელი გვირაბი უნდა გაჭრილიყო, სამუშაოები წელიწადნახევრის წინ შეწყდა და მუშები ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ გამოჩდნენ, რაც იქ "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი მივიდა. გზის ამ მონაკვეთზე აქცია რუსთველებმა გამართეს. ადგილზე იმყოფებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით კირკიტაძეც.

ოპოზიცია მშენებლობის შეჩერებისთვის სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი მოამზადა, შესაბამისი კომპანიაც მოიძია, ვინც სამუშაოებს შეასრულებდა, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სამუშაოები ბოლომდე არ მიიყვანა.

ეს არის "ქართული ოცნების" აღმშენებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პროექტი გამზადებული დავუტოვეთ, თანხა მოძიებული დავუტოვეთ და კომპანია გამარჯვებული, შერჩეული საერთაშორისო ტენდერით, მათ ვერ მოახერხეს, რომ ყველაზე რთული მონაკვეთი თბილისი-რუსთავის შემაერთებელი გზის, დაესრულებინათ, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი დავით კირკიტაძე.

ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მცხოვრებლებიც, რომელთაც საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში განახლდეს სამუშაოები. მათი თქმით, ამ მონაკვეთზე მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა, რადგან რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის ქვემო ფონიჭალის მონაკვეთი არის დაბალგამტარიანი და ყოველდღიურად საკმაოდ დიდი საცობი იქმნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი