
"ძალიან მარტივად გაიყიდნენ", "ძალიან მარტივი “ტრიუკით” მათი ჩანაფიქრი გამოვავლინეთ" - ირაკლი კობახიძის მორიგი ბრალდებები ოპოზიციას.
კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნებზე 25 მეტრიანი რადიუსის დისტანციის დაწესებაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" უარი თქვეს. კობახიძის აზრით, ამ მანძილით დისტანცია, ოპოზიციის ინტერესებში არ შედის. მისივე თქმით, 25-მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის აკრძალვა, სწორედ ოპოზიციის მოთხოვნა იყო. კობახიძის თქმით, ამის შესახებ ისინი საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდიან ინფორმაციას.
ძალიან მარტივად გაიყიდნენ. მათი მოთხოვნა იყო თითქოს 25-მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის აკრძალვა, მაგრამ როგორც კი შევთავაზეთ მემორანდუმის გაკეთება ამასთან დაკავშირებით, მაშინვე თქვეს უარი. ხშირად ისინი აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან და ძალიან მარტივი “ტრიუკით” ეს მათი ჩანაფიქრი გამოვავლინეთ." ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამ წესს დაიცავს და თავიანთ აქტივისტებს შესაბამის მითითებებსაც მისცემს, რომ არ დადგნენ 25-მეტრიან რადიუსში.