ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ვახსენდებით - აქცია უწყლობის გამო სოფელ მუღანლოში

გამოქვეყნდა:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში ადგილობრივები უწყლობას აპროტესტებენ - მოსახლეობას რამდენიმე წელია არ აქვს სასმელი წყლი. არაერთი დაპირების მიუხედავად, პრობლემა ისევ მოუგვარებელია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლის მილებში ე.წ. ტექნიკური წყალია შეერთებული, თუმცა არც ის მოდის. მათი თქმით, ხელისუფლებას სოფელი მუღანლო მხოლოდ არჩევნების წინ ახსოვს. 

აქციის მონაწილეებთან ხელისუფლების წარმომადგენელი მივიდა და პრობლემის 5 დღეში მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა მოსახლეობას მისი დანაპირების აღარ სჯერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი