საქართველო დღემდე მიხეილ სააკაშვილის შექმნილ გზაზე ცხოვრობს - ალექსი ბენედიქტოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინელი პოლიტიკოსების ცნობადობის შესახებ გამოკითხვა ჩატარდა - კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსის შესახებ გსმენიათ, გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილს, ზელენსკისა და პოროშენკოს შემდეგ, ყველაზე მეტი ადამიანი იცნობს. 

ასევე კითხვაზე, რამდენად ენდობით მოცემულ პოლიტიკოსს? - მიხეილ სააკაშვილი ზელენსკისა და კლიჩკოს შემდეგ, აქაც მესამე ადგილზეა და პოროშენკოსა და ტიმოშენკოს უსწრებს. 

მესამე კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი გინდათ იხილოთ უკრაინის პრემიერ მინისტრად - ლიდერობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოკითხულ კანდიდატებს შორის 13,2%-ით.

მომდევნო კითხვაზე, რა პოზიციაზე იქნებოდა სააკაშვილი ყველაზე ეფექტური უკრაინისთვის?  - გამოკითხული პირების 14,2% ასახელებს რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, 12% პრემიერ მინისტრის, პოლიტიკური პარტიის ლიდერად მიხეილ სააკაშვილს 9,6% ირჩევდა, გენერალურ პრორკურორად 6,2%, ხოლო ვიცე-პრემიერად რეფორმების საკითხებში 5,7%. 

საქართველო დღემდე მიხეილ სააკაშვილის შექმნილ გზაზე ცხოვრობს - ამის შესახებ კი რუსმა ჟურნალისტმა და კრემლის კრიტიკოსმა ალექსი ბენედიქტოვმა დიმიტრი გორდონის გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ისაუბრა. 

რუსი ჟურნალისტის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ლიდერად დაბადებული ისტორიული ფიგურაა, რომელმაც კარგად იცის, საქმე როგორ უნდა გააკეთოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი