თელავის რეაბილიტაცია 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა - გიორგი ბოტკოველი

გამოქვეყნდა:

დაუსრულებელი სარეაბილიტაციო პროექტები თელავში - ამ თემაზე განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა. 

მისი თქმით, თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე არსებული ვითარება პირდაპირ ასახავს 2011 წელს აქ დაწყებული პროექტის დღევანდელ მდგომარეობას, რომელიც მიზნად ისახავდა ქალაქ თელავის ინფრასტრუქტურის და იერსახის სრულ რეაბილიტაციას. ბოტკოველი ამბობს, რომ პროექტის პირველ ეტაპს წარმოადგენდა ჩოლოყაშვილის ქუჩა, ერეკლეს მეორეს მოედანი და გამზირი და ნადიკვრის ქუჩა, სადაც შედიოდა კერძო სახლებისა და სახელმწიფო შენობების რეაბილიტაცია. 

იგი ამბობს, რომ პროექტი შედგებოდა სამი ნაწილისგან, რომელიც მოიცავდა გარეგნული იერსახის გარდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას. 

სამწუხაროდ, აღნიშნული პროექტი 2012 წელს შეჩერდა. ეს გადაწყვეტილება მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ. მე მინდა მივმართო აქედან თელავის და მთლიანად კახეთის მოსახლეობას, რომ როგორც კი დასრულდება "ქართული ოცნების" მმართველობა და ეს იქნება 31 ოქტომბერს, თელავიდან და ყველა იმ ქალაქიდან, სადაც დაწყებული იყო აღნიშნული პროექტი, გაგრძელდება და დასრულდება ყველა ინიციატივა, რომელიც იქნება წამოსული ხალხისგან, - აცხადებს გიორგი ბოტკოველი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი