თითქმის 7 წლიანი პატიმრობა დასრულებული - ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა

გამოქვეყნდა:

თითქმის 7 წლიანი პატიმრობა დასრულებული - ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა. "მატროსოვის ციხიდან" ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერი რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა. მას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლობლები, გულშემატკივრები და თანაგუნდელები დახვდნენ.

რამდენიმე წუთში ვანო მერაბიშვილი პირველ განცხადებას გააკეთებს. როგორც ადვოკატმა რამდენიმე წუთის წინ თქვა, ყოფილი მინისტრი სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. 

ვანო მერაბიშვილს პატიმრობა 2013 წელს შეეფარდა. მან ციხეში 6 წელი და ცხრა თვე სამარტოო საკანში გაატარა. 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი