"ქართული ოცნების" მიერ შეჩერებული და დაუსრულებელი სარეაბილიტაციო პროექტები თელავში - "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა საგანგებო განცხადება თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩიდან გააკეთა. მისი თქმით, სწორედ ეს ქუჩა ასახავს "ოცნების" საქმიანობას.

ბოტკოველი ამბობს, რომ 2011 წელს დაწყებული პროექტი, რომელიც თელავის როგორც გარეგნული იერსახის, ისე შიდა კომუნიკაციების რესტავრაცია-რეაბილიტაციას გულისხმობდა, ახალმა ხელისუფლებამ მალევე შეაჩერა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ტურისტული სფეროს შეფერხებაზეც, კერძოდ, სასტუმრო "ინტურისტის" შენობაზე, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დაიწყო, რვა თვის შემდეგ კი ხელისუფლებამ მშენებლობა შეაჩერა და შემდეგ უკვე მისი დემონტაჟი დაიწყო. თუმცა დემონტაჟიც კი არ დასრულებულა და შენობა ახლა თავისით ინგრევა. 

თელავის ინტურისტი არის თელავისთვის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი, 2012 წლამდე დაიწყო ამ შენობის სრული რეაბილიტაცია, გარე იერსახის 80% დასრულებული იყო, მაგრამ როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება, შეჩერდა ინტურისტის განვითარებაც, - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

თელავის მოსახლეობა ამბობს, რომ დიდი ხანია მათ ქალაქში არაფერი გაკეთებულა. ისინი ამბობენ, რომ თელავის ქუჩები დაზიანებულია, ზოგან ტროტუარებიც კი აღარ არსებობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი