მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას იღებს. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს რომ თუ ხელისუფლებას ნამდვილად სურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ დამატებითი კონსილიუმის შექმნა, ეს დროულად უნდა გააკეთოს.
შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა ვივა მედში იმყოფება. ის მიხეილ სააკაშვილთან პოზიციის შეთანხმებას სხვადასხვა საკითხზე გეგმავს.
დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება მიხეილ სააკაშვილისთვის, იუსტიციის მინისტრმა ბრეგაძემ გუშინ დააანონსა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში 2 უცხოელი ექსპერტი ჩამოვიდა. მათ გუშინ მოინახულეს მესამე პრეზიდენტი და მის მდგომარეობას გაეცნენ. ამერიკელმა ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა.
საერთაშორისო ექსპერტებმა რამდენიმე დღეში უნდა მოამზადონ დასკვნა - რა მკურნალობა ესაჭიროება პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს და აუცილებელია თუ არა მისი უცხოეთში გადაყვანა. მათ ქვეყანა უკვე დატოვეს.