ქუთაისის პარკში რუსეთის დროშა დაკიდეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართეს. ოკუპანტი ქვეყნის მთავარი სიმბოლო ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა საქართველოს დროშის ნაცვლად დაკიდეს. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ოკუპანტი ქვეყნის  სიმბოლიკის ქალაქის თავზე ფრიალს დილიდან გმობს ყველა, გარდა ქართული ოცნებისა. 

პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევა არასამუშაო საათებში მოხდა. მათივე ინფორმაციით, პარკის ამ ტერიტორიაზე არც კამერები მუშაობს რემონტის გამო. გარდა ამისა, პარკის ადმინისტრაციას არც პოლიციისთვის მიუმართავს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი