
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაგრძელდება - დღევანდელ პროცესზე კვლავ დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხებიან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წამომადგენელი.
ადვოკატები ამბობენ, რომ ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს "მთავარი არხის" დამფუძნებლის უდანაშაულობას და ციხეში მისი პოლიტიკური ნიშნით ყოფნას.
გამოძახებულია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელი. ამ ორგანიზაციას სასამართლოში წარდგენილი აქვს საკუთარი მოსაზრება ამ საქმეში არებულ სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით და პირადად მოახსენებს თავის პოზიციას სასამართლოს. ეს ცალსახად ადასტურებს, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი და ამიტომ არის უამრავი დარღვევა სისხლის სამართლის საქმეში, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.