ქობულეთის ოთხ სოფელში ექვსი წელია წყალი არ მოდის

გამოქვეყნდა:

ქობულეთის ოთხ სოფელს ექვსი წელია, წყალი არ აქვს - ხელისუფლებამ კი ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვის მიუხედავად, პრობლემა ვერ მოაგვარა. ამ საკითხზე განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გააკეთეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ კორუფციითაა დაკავებული და შედეგად, ქობულეთის სოფლების მოსახლეობა წყალს ვერ იღებს. 

შვიდჯერ გამოცხადდა ტენდერი 2015 წლიდან. შესყიდულ იქნა ტუმბები, რითაც უნდა მიეღო მოსახლეობას წყალი და ნაცვლად ამისა, ღებულობენ ტექნიკურ წყალს კვირაში ერთხელ, რომელიც არის გამოუსადეგარი, - განმარტავს ბაგრატიონი.

მისივე თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ბოლო 8 წლის განმავლობაში 32 მილიონ 600 ათასი ლარი დახარჯა, რათა მოსახლეობისთვის წყალი მიეწოდებინათ. შეიძინეს 566 ათასი მეტრი გრძივი მილი, თუმცა დღეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წყალი არ მიეწოდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი