გიორგი რურუას საქმე - პროცესი დასკვნით ეტაპზეა

გამოქვეყნდა:

დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება დღეს გიორგი რურუას საქმის განხილვა. პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა.

მომდევნო კვირას თავად გიორგი რურუა დაიკითხება, რის შემდეგაც მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან. "მთავარი არხის" ერთ-ერთ დამფუძნებელს 9 თვიანი პატიმრობა დაახლოებით ერთ თვეში ეწურება. სწორედ ამ პერიოდში უნდა გახდეს ცნობილი, რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე - გაამართლებს მას თუ დამნაშავედ ცნობს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის.

დაიკითხება 2 პირი და ამით, ფაქტობრივად, დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესი დასრულდება. დარჩენილი იქნება გიორგი რურუას დაკითხვა და შემდეგ უკვე დაკვნითი სიტყვები, - განმარტავს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

დაცვის მხარის მტკიცებით, ობიექტური განაჩენის შეთხვევაში, რურუა უნდა გათავისუფლდეს, რადგან მას იარაღი არ ჰქონდა, რასაც მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულებაც ადასტურებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი