
ნეპოტიზმი სასამართლოში - როგორ ასაქმებენ გავლენიანი მოსამართლეები საკუთარი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს სასამართლო სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე. სწორედ ამ თემაზე გამართავს დღეს ბრიფინგს ნაზი ჯანეზაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა მოიძია რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, როცა მოსამართლეებთან დაახლოებული პირები სასამართლო სისტემაში მხოლოდ ნათესაური თუ სხვაგვარი კავშირების გამო დასაქმდნენ.
მოსამართლეების ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები ხდებიან სასამართლოს მოხელეები... ვინც უნდა მოამზადოს დასკვნა მოსამართლეებზე, სწორედაც რომ ნეპოტიზმის შედეგად იქნა არჩეული დამოუკიდებელ ინსპექტორად, - განმარტავს ჯანეზაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, ამ საკითხით დამოუკიდებელი ინსპექტორი უნდა ინტერესდებოდეს, თუმცა ისიც ჩინჩალაძის კლანის გავლენებითაა დანიშნული და შესაბამისად, კლანის გაძლიერებას ემსახურება.