ხელისუფლება საფრთხედ აღიქვამს კრიტიკულ მედიას - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

კრიტიკული მედია ხელს უშლის ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების შენარჩუნებაში - ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტებს, რომელთა მიღებასაც მმართველი გუნდი აპირებს და რომელიც მათი განცხადებით, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიას.

ოპოზიციის განმარტებით, ხელისუფლებას არ მოსწონს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა, რადგან შიშობს, რომ საარჩევნოდ ეს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის მის მმართველობას. ამიტომაც კომუნიკაციების კომისიის ხელით, კრიტიკული მედიის მაქსიმალურად შეზღუდვას ცდილობს.

მედიას კრიტიკულს კი არ დავარქმევდი, დავარქმევდი მედიას, რომელიც აშუქებს რეალობას. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამბობს სიმართლეს, ექვემდებარებოდეს მას, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი კი მიიჩნევს, რომ მედიაში წინასაარჩევნოდ რაიმე ფორმით ჩარევა მძიმე შედეგებს მოიტანს და იმედოვნებს, რომ შემზღუდველი კანონპროექტები გაწვეული ან კორექტირებული იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი