შესაძლოა, კარტოგრაფების საქმეზე, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გამოკითხოს | საქალაქოში დღეს საპატრიარქოს წარმომადგენელი დაიკითხა

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმეზე სასამართლომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი გამოკითხოს. მოვლენათა ამგვარი განვითარება დღეს საქმის პოკრურორებმა არ გამორიცხეს. ბრლადების მხარის ინტერესი რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტია, თავად დღევანდელი პროცესიდანაც გამოჩნდა.

ცოტა ხნის წინ დაიკითხა საპატრიარქოს სპეციალური წარმომადგენელი გარეჯის მონასტერში, მამა ილარიონი. პროკურორების შეკითხვები არ შეეხებოდა არც რუკებს, არც ადგილზე არსებულ ვითარებას, არც ილიჩოვასა თუ მელაშვილის საქმიანობას, არამედ მიხეილ სააკაშვილის, ნიკა რურუასა და ნინო კალანდაძის საჯარო განცხადებებს, რომლებსაც ყოფილი ხელისუფლების წარმოამდგენლები 2006-2007 წლებში აკეთებდნენ. 

"ოქმებში და პოზიციებში ეს არის დაფიქსირებული. ეს განცხადება უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ და ეს კონკრეტული განცხადება არის გადატანილი ოქმებში და კონკრეტულ დოკუმენტებში. [ჟურნ: ვის გულისხმობთ?] - მიხეილ სააკაშვილს. ყველა პირი გამოიკითხება ზოგადად როგორც ამ საქმეზე ისე ზოგადადაც, - თქვა პროკურორმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი