პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა - გახარია

გამოქვეყნდა:

პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა პროექტზე "იმოგზაურე საქართველოში" და ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ შიდა ტურიზმს, რომელიც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით დაზარალდა.

პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ ჩვენი ვიზიტორებისთვის, - აღნიშნა მან.

გახარიამ ასევე ისაუბრა რეგულარული ფრენების ნაწილობრივ აღდგენაზე. მისი მტკიცებით, მთავრობა ფრთხილ, მაგრამ თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს, რათა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების კონტროლს, რაც არის უმნიშვნელოვანესი პირობა ეკონომიკის შემდგომი განვითარებისა და აღდგენისთვის, - განმარტა გახარიამ.

მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებთან არსებული შეთანხმება ყოველ 2 კვირაში ორმხრივად გადაიხედება, რათა გათვალისწინებული იყოს ეპიდსიტუაციის პირობები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი