
უკრაინაში გატარებულ რეფორმებს ქართული გენი აქვს - ამის შესახებ საქართველო მესამე პრეზიდენტმა ყაზახურ გადაცემაში ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, გუნდი, რომელმაც ყველა სფეროში ერთნაირი ძალისხმევით იმუშავა და საქართველოში წარმატებული სისტემა შექმნა, დღეს უკრაინაში ცდილობს რეფორმების გატარებს.
საქართველოში წარმატებას მას შემდეგ მივაღწიეთ, რაც თითოეულ სფეროს ერთნაირად მივუდექით. ვგრძნობდით, რომ შესაძლებლობის ფანჯარა მალე დაიხურებოდა, ამიტომ ვცდილობდით, დრო არ დაგვეკარგა, - განაცხადა სააკაშვილმა.