
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დავით კირკიტაძე და რომეო ფარულავა ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდნენ - საქმე ეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შეჩერება ადგილობრივების ბრალია.
მოსახლეობის თქმით, ისინი მზად არიან ამ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ. მათ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ, ხელისუფლებამ ელემენტარული პირობები დაუკმაყოფილოს.
ინფორმაცია, რომ ჩვენ, მოსახლეობა 1000 დოლარს ვითხოვთ კვადრატში, არის ტყუილი, არც გზის წინააღმდეგი ვართ, არც სახელმწიფო პროექტების, ჩვენი დაზარალების ხარჯზე ამას ვერ გავაკეთებთ, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ისინი "ქართულ ოცნებასავით" თავიანთი უუნარობის ხალხზე გადაბრალებას არ დაიწყებენ და ამ ავტობანს აუცილებლად დაასრულებენ.