გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია კვლავ მკაცრადაა გასაიდუმლოებული. კულტურის სამინისტრომ უნიკალური ძეგლი ექსპერტებისთვის საბოლოოდ დახურა და ტერიტორიაზე მხოლოდ ხელისუფლების მოწვეულ სპეცილისტებს უშვებენ.
გასაიდუმლოებულია რებილიტაციის შედეგები, რომელიც ბიუჯეტს მილიონობით ლარი დაუჯდა და გეგმაც, როგორ აპირებს "ქართული ოცნება" კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას.
ვიზიტორები კი, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ სამონასტრო კომპლექსში შესვლა, ყვებიან, რომ უნიკალური ფრესკებიდან მხატვრობის ნაწილი ისევ ცვივა, თუმცა ამ ფაქტს მკაცრად მალავენ, ჩამოცვენილ ფრესკებს კი ნაგავში ყრიან.