"წადით, თქვენ რომ გხედავთ, ჩვენ გვექცევა ცუდად" - მძევლების ახალი ვიდეო ქუთაისიდან

გამოქვეყნდა:

წადით, წადით, თქვენ რომ გხედავთ, ჩვენ გვექცევა ცუდად და 1 პაჩკა სიგარეტი მოგვიტანეთ თუ შეიძლება - ისმის ახალ ვიდეოში, რომელსაც ქუთაისში, საქართველოს ბანკში მძევლად მყოფი ერთ-ერთი ადამიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ მძევლები ფანჯრიდან ამ სიტყვებით, სავარაუდოდ ბანკის შენობის გარე პერიმეტრზე მობილიზებულ სამართალდამცველებს მიმართავენ.

წინა შემთხვევების მსგავსად, ახალი ვიდეოც სავარაუდოდ თავდამსხმელის მითითებითა და მოთხოვნითაა ჩაწერილი და გავრცელებული.

ქ​უთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა დღეს დილით მოხდა. შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობაში 12 მძევალი იმყოფება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია თავდამსხმელის მოთხოვნებთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, ის 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი