
უსამართლობაა, შენი ქვეყნის მოქალაქეს მოსთხოვო 14-დღიანი კარანტინის გავლა, როცა უცხოელი საზღვარზე სავალდებულო ვადის გარეშე შემოდის, - ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა აეროპორტში გამართულ აქციაზე განაცხადა.
საპროტესტო აქციით "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მთავრობის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაეებს ქვეყნაში დაბრუნებისას ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
საქართველოს ხელისუფლება ერთადერთი სრტუქტურაა დედამიწაზე, რომელმაც პანდემიის დროს დახმარება არ გასცა საკუთარ ხალხზე. დღეს, ახალი სასწაულით გაგვაოცა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში შემოსული მოქალაქე აეროპორტიდან, კვლავ უნდა იყოს 14-დღიან კარანტინში, ხოლო უცხოელი შემოდის თავისუფლად, ასეთი დისკრიმინაციული, სეგრეგაციული წესები არ დაუდგენია სამხრეთ აფრიკის აპარტეიდულ რეჟიმსაც კი თავის დროზე, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
აქციის მონაწილეებმა პანდემიის დროს დაზარალებული ოჯახების მიმართ "ქართული ოცნების" უმოქმედობაც გააპროტესტეს.