ახალი პარტია საქართველოში - "რეფორმერი" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ახალი პარტია საქართველოში -  ახლადშექმნილი პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმერი" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, "რეფორმერი" თანამშრომლობას არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აპირებს, მათ შორის არც "ქართულ ოცნებასთან". 

ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პარტია, რომელიც არ განიხილავს ამ ეტაპზე კოალიციას, არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან. პრეზენტაციაზე, როგორც ვთქვით, ჩვენ, რეალურად გვინდა ჩავატაროთ ღია პრაიმერი და 30 ოლქში ღია წესით ავარჩიოთ კანდიდატები, ეს იქნებიან ჩვეულებრივი სქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან მოტივირებული, მიზანდასახული და აქვთ სურვილი ჩაერთონ ამ პროექტში და მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა. არ განვიხილავთ, არც "ნაციონალურ მოძარობასთან" თანამშრომლობას და არც "ევროპულ საქართველოსთან", არც "ქართულ ოცნებასთან", - ამბობს თორნიკე ჯანაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი