ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიისას, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი დაიღუპნენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე ემსხვერპლა. ასევე, ავარიის შედეგად დაღუპულია მისი 8 წლის შვილი.

ქუთაისთან ახლოს, სამტრედიის საგზაო მონაკვეთზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადგილზე დაიღუპა.

კიდევ ერთი მოზარდი და ტრაილერის მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი